გორის ხელოვნების სახლში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

13 თებერვალს, გორის ხელოვნების სახლში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და გამომცემლობა „ინტელექტის“ ერთობლივი ინიციატივით „დაე, იკითხოს თავისუფლებამ“, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, ხელოვნების სახლს ასამდე წიგნი შეემატა თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.

მათივე ცნობით, „თანასწორობის კუთხე“ გახსნეს გამომცემლობა ინტელექტის მთავარმა რედაქტორმა, ზვიად კვარაცხელიამ და მწერალმა ივა ფეზუაშვილმა, რომელმაც აუდიტორიასთან ისაუბრა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, ქალების და გოგოების გაძლიერებასა და უფლებებზე.

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და გულისხმობს სკოლების, ადგილობრივი ბიბლიოთეკების და ახალგაზრდების თავშეყრის სხვადასხვა სივრცეების თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვას.

წიგნები, რომელიც „თანასწორობის კუთხეებს“ გადაეცემა, თემატურად დაკავშირებულია თანასწორობის, ტოლერანტობის და თავისუფლების იდეასთან, რაც შესაძლებლობას აძლევს მოზარდებს, თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით აიმაღლონ ცნობიერება უნივერსალურ ღირებულებებთან დაკავშირებით.

„თანასწორობის კუთხის“ გახნას თან ახლავს თანამედროვე ქართველი ავტორების საჯარო ლექციები გენდერული თანასწორობის შესახებ, დისკუსიები და სხვა ღონისძიებები.

გორის „თანასწორობის კუთხე“, რომელიც რიგით ოცდამეხუთეა საქართველოს მასშტაბით, გაიხსნა გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით, გამომცემლობა ინტელექტთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

UNFPA-ის და გამომცემლობა ინტელექტის ერთობლივი ინიციტივის „დაე, იკითხოს თავისუფლებამ“ ფარგლებში, იგეგმება სამი თანასწორობის კუთხის გახსნა ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს