რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მცხეთის ჯვრის მონასტერში ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მცხეთის ჯვრის მონასტერში ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც უცნობი პირი მონასტრის კედლებს ფეხებს ურტყამს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოუწოდებს შსს-ს, დროულად მოხდეს ფაქტის გამოძიება.

„რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელით გავრცელდა კადრები მცხეთის ჯვრის მონასტერში ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც ჯერ-ჯერობით, დაუდგენელი პირი მონასტრის კედლებს ფეხებს ურტყამს და ცეკვავს. მცხეთის ჯვრის მონასტერი ქვეყნის გამორჩეული სიწმინდე, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ჩვენი ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილია, ამდენად გავრცელებულმა კადრებმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მკაცრად გმობს ნებისმიერი სარწმუნოების სალოცავის წინააღმდეგ მიმართულ მსგავს ქმედებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოხდეს ფაქტის გამოძიება და მასზე შესაბამისი რეაგირება.

მიგვაჩნია, რომ ხსენებული ფაქტი არა მხოლოდ ქვეყნის შეურაცხმყოფელი ქმედებაა, არამედ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი საქართველოში ტურისტების, ზოგადად, უცხოელი მოქალაქეების მიმართ ანტაგონისტური განწყობის გამოწვევაა”, - ნათქვამია განცხადებაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს