სალომე ზურაბიშვილი - „კი“ სანქციებს, ეს დღეს ხალხის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა

ყალბი ჩვენებების მიმცემი თუნდაც რამდენიმე პოლიციელი რომ დასანქცირდეს, ეს ძლიერ სიგნალს გააგზავნის, რომ ვერ შეძლებ დაუსჯელად რასაც გინდა იმის გაკეთებას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ განაცხადა.

„დიდი ხნის განმავლობაში, როგორც პრეზიდენტი, ძალიან ვიკავებდი თავს სანქციებზე საუბრისგან, ვინაიდან, როდესაც სანქციები გაქვს ქვეყანაში - ასევე სანქციები გაქვს ქვეყნის წინააღმდეგ.

ეს სანქციები მოსახლეობამ მოითხოვა, ხალხი მოითხოვს. სამწუხაროდ, ევროპული სანქციები დიპლომატიურ პასპორტებზე ძალიან მცირე რაღაცაა, ვინაიდან ყველას აქვს მეორე პასპორტი.

ასე რომ, უფრო მნიშვნელოვანი ორი რამ: პირველი - თუნდაც ევროკავშირის მიერ კოლექტიურად არ გაკეთდეს, თუნდაც ინდივიდუალური ქვეყნები იყოს, და საშუალო ფენის ხალხი, არა მხოლოდ მთავარი პასუხისმგებელი ხალხი, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია და ისინი იდენტიფიცირებული არიან, არამედ ასევე შუაში მყოფი ხალხი, რომლებიც აღასრულებენ [ბრძანებებს]. პოლიციელები, რომლებიც მოდიან და ყალბ ჩვენებებს იძლევიან, და ისინი იდენტიფიცირებული არიან, ვინაიდან სახელები უნდა დაწერონ, და მათგან რამდენიმე მაინც რომ დასანქცირდეს, ეს ძლიერი სიგნალი იქნება, რომ ვერ შეძლებ დაუსჯელად რასაც გინდა იმის კეთებას.

ასე რომ, „კი“ სანქციებს და ეს დღეს ხალხის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს