სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გარდაცვლილი პატიმრის მიმართ ბადრაგის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია და გარდაცვალების მიზეზად აღნიშნულის დასახელება დეზინფორმაციაა

სპეციალური პენიტენციური სამსახური კლინიკა „ვივამედში“ მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გარდაცვლილი პატიმრის მიმართ ბადრაგის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რომელიც მსჯავრდებულ დ.გ.-ს გარდაცვალებას უკავშირდება.

გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დ.გ.-ს მიმართ ბადრაგის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ, გარდაცვალების მიზეზად აღნიშნულის დასახელება არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

მსჯავრდებული დ.გ. პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2023 წელს. იგი სასჯელს იხდიდა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მოთავსებული იყო ვიზუალური მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში და უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დ.გ. გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში”, სადაც ყველანაირი გამოკვლევისა და მკურნალობის ჩატარებაზე განაცხადა უარი და მისივე მოთხოვნით დაბრუნებულ იქნა N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მსჯავრდებული დ.გ. მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით, განმეორებით გადაყვანილ იქნა კლინიკა “ვივამედში”. გატარებული სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად, დ.გ. კლინიკაში გადაყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ მსჯავრდებული დ.გ. კლინიკაში თითქოს ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, არის პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის გამოყენებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ცილისწამების პასუხად, პენიტენციური სამსახური მზაობას გამოთქვამს, გარდაცვლილის ოჯახის წევრის თანხმობის შემთხვევაში, გაასაჯაროოს ყველა არსებული დოკუმენტაცია და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით დაფიქსირებული კადრები, რაც გამორიცხავს დ.გ.-ს მიმართ ჩადენილ რაიმე სახის ძალადობას.

საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება დეზინფორმაციის გამავრცელებელთა მხილებისა და შესაბამისი რეაგირების გარეშე“,- ნათქვამია პენიტენციური სამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია