დავით მათიკაშვილი „კაბელების საქმის“ მოსამართლეზე - დავით ჯუღელი წარმოადგენს რიგით „ნაცს“, რომელსაც რუპორი ტელევიზიები დააკონწიალებენ აქეთ-იქით, ჯუღელი სააკაშვილის ადვოკატია, მისი სანდოობის ხარისხი არის ნულოვანი

დავით ჯუღელი წარმოადგენს ერთ რიგით „ნაცს“, რომელსაც რუპორი ტელევიზიები დააკონწიალებენ აქეთ-იქით და ცდილობენ, ისეთი ინფორმაცია გამოსტყუონ და აჩვენონ საზოგადოებას, რომელიც, თითქოს, საზოგადოების თვალთახედვით რაღაც სკანდალს მოაწყობს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ყოფილ მოსამართლე დავით ჯუღელზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ე.წ. „კაბელების საქმის“ ყოფილმა მოსამართლე დავით ჯუღელმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 10 წლის წინ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

მათიკაშვილის თქმით კი, „ჯუღელის სიტყვას, რომელიც ამჟამად სააკაშვილის ადვოკატია და „ვივამედში“ ინფორმაციები შეაქვს და გამოაქვს, არანაირი სანდოობა არ გააჩნია“.

„რეალურად, ჯუღელი არის ჩვეულებრივი „ნაცი“, სააკაშვილის ადვოკატი, რომელიც მაღალი ალბათობით, დაკავებულია იმით, რომ „ვივამედიდან“ ინფორმაციები გამოაქვს და შეაქვს სააკაშვილისთვის, მეტი არაფერი. ამ ადამიანის სანდოობის ხარისხი არის ნულოვანი. ასე რომ, რასაც შეძლებენ, „ნაცმოძრაობა“ და მათი რუპორები, რომ საზოგადოებას ამცნონ, არის ის, თუ რა დონის დაცვით სარგებლობს სააკაშვილი და როგორც სოფო ჯაფარიძის, ასევე მისი ოჯახის წევრების მეგობრობით გამოირჩევიან ეს ადამიანები. ასე რომ, ბუნებრივია, სანდოობა ამ ადამიანის არანაირ სიტყვას არ გააჩნია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!