ალექსანდრე კვიტაშვილი - ესენი უნდა წავიდნენ! არჩევნებით წასვლა არ უნდათ, ამიტომ სხვა გზა უნდა იყოს, ეს არის ხალხის პროტესტი - კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში

ესენი უნდა წავიდნენ! არჩევნებით წასვლა არ უნდათ, ამიტომ სხვა გზა უნდა იყოს, ეს არის ხალხის პროტესტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა “ინტერპრესნიუსს” ევროპის მოედანზე განუცხადა, სადაც ახალი არჩევნების დანიშვნისა და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა გაიმართება.

ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ქონების გადარჩენაზეა მიმართული.

„ხელისუფლება მომართულია ერთი ადამიანის ქონების გადარჩენაზე. მეტი სხვა ინტერესი - არც ქვეყნის მომავალი მათ აღარ აინტერესებთ. არის ერთ ადამიანის ფული, მისი ქონება და ამაზეა ყველა გადართული. როგორც კი ეს კაცი მოაგვარებს თავის ქონებრივ საკითხს, ასე მგონია, მერე სხვანაირად შეიცვლება სიტუაცია. ჯერჯერობით მას აქვს ორი რაღაცის შიში, ერთი არის ფულის დაკარგვის - მეორეა, “ნოვიჩოკის” ან “პოლონიუმი ჩაის” რუსეთიდან. ფაქტია, ქვეყანა გადააყოლეს. პოლიცია პოლიციას აღარ ჰგავს, სასამართლო სასამართლოს, პროკურატურა პროკურატურას აღარ, კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში. ამიტომ, კარგია, რომ ხალხი ამას აპროტესტებს ყოველდღიურად, გაუთავებლად და ასეც უნდა იყოს.

მოთხოვნა არის, ხალხი ვინც არის დაჭერილი გამოვიდნენ თავისუფლებაზე, [ისინი დაკავებულები არიან] ტყუილად და გამოგონილი ბრალდებებით, რატომ სხედან კაცმა არ იცის და რა თქმა უნდა, ესენი უნდა წავიდნენ. არჩევნებით წასვლა არ უნდათ, ამიტომ სხვა გზა უნდა იყოს, ეს არის ხალხის პროტესტი”,- განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს