„დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“ და „გათავისუფლდნენ პატიმრები“ - ამ მოთხოვნით  მოქალაქეები ევროპის მოედნიდან  პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

„დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“ და „გათავისუფლდნენ პატიმრები“ - ამ მოთხოვნით მოქალაქეები ევროპის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

მსვლელობაში მონაწილეობენ, როგორც მოქალაქეები, პოლიტიკისები, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მწერლები და პოეტები.

აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა სპეციალურად წერილები დაწერეს იმ პატიმრებისთვის, რომლებიც მიმდინარე აქციებზე პროტესტის დროს დააკავა პოლიციამ.

წერილები სპეციალურ ყუთში მოათავსეს, რომელსაც ეწერა “ მიწერე წერილი რეჟიმის პატიმარს და მოიტანე “ევროპის მოედანზე”.

მოქალაქეების წერილები შემდგომში ციხეში გაიგზავნება.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერებით: “მზია იცავს ღირსებას - ჩემსას, შენსას და ჩვენსას”, “ოლიგარქს და ავტორიტარიზმს არა საქართველოსგან”, “ხორუმი აქ არის”.

შეგახსენებთ, რომ დღეს უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეა. აქციები დედაქალაქსა და რეგიონებში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა