გიორგი ვაშაძე -  ახლა ის ეტაპია, როცა კვლავ მასშტაბური აქციებისკენ უნდა წავიდეთ - ვაჩვენოთ სისუსტისკენ მიმავალ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები და მეტნი ვართ

ამ აქციას ვუერთდები და რაც მთავარია, ახლა ის ეტაპია, როცა კვლავ მასშტაბური აქციებისკენ უნდა წავიდეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ხალხი მათზე გაცილებით მეტი და ძლიერია.

„დღევანდელ დღეს პირველ სტარტს დავარქმევდი, ყოველდღიური სისტემატური აქციის პარალელურად, უკვე პირველი სტარტია მასშტაბურობისკენ. ყოველი შემდეგი დაანონსებული დიდი აქცია უფრო და უფრო მასშტაბური უნდა იყოს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სისუსტისკენ მიმავალ „ქართულ ოცნებას“, რომელიც მხოლოდ ძალმომრეობითი მექანიზმით ცდილობს ძალის დემონსტრირებას და ძლიერის იმიჯის შექმნას, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები და მეტნი ვართ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მიუნხენის კონფერენციაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას და იმ ფაქტს, რომ იქ ხელისუფლების წარმომადგენლები მიწვეულები არ იყვნენ.

„თვითმარქვია რეჟიმის არადემოკრატიული ძალების ოლიგარქების ადგილი მიუნხენის კონფერენციაზე და საერთაშორისო მძლავრ პლატფორმაზე არასდროს იქნება. ქართველი ხალხის ადგილი არის იქ და ამიტომაც წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერესებს, რომელმაც წინასწარ გაიარა ჩვენთან ამ შეხვედრაზე მონაწილეობა. ძალა ერთობაშია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გზავნილი, რაც დავაბარეთ - ყველაფერი რისი გაკეთებაც საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება, ახლა უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“.

ის ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შიმშილობასაც და განაცხადა, რომ ახლა „ყველას ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს ის, რადგან მისი მდგომარეობა მძიმეა“.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში