პაატა ბურჭულაძე - ცოტაც უნდა გავუძლოთ და ესენი ჩამოიშლებიან - უაზრო ჯარიმები, დაკავებები, კანონები, რასაც წერენ - ყველაფერი მათ სისუსტეზე მეტყველებს

დამპალ სისტემასთან გვაქვს საქმე. ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ამათ ჩვენ მშვიდობიანად გავისტუმრებთ, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ბურჭულაძე საპროტესტო მსვლელობაზე იმყოფება. როგორც ის განმარტავს, „სისტემა მალე ჩამოიშლება“. „მათ სისუსტეზე საუბრობს ყოველი დღე, როცა ჩვენ გამოვდივართ - დღეს მე-80-ე დღეა, სხვანაირად არ იქნებოდა ეს უაზრო ჯარიმები, უაზრო დაკავებები, კანონები, რასაც წერენ - ეს ყველაფერი მათ სისუსტეზე მეტყველებს. ცოტაც უნდა გავუძლოთ და ესენი ჩამოიშლებიან, რადგან ეს არ არის სამართლიანობაზე აწყობილი ქვეყანა, ეს არის სისტემაა, რომელიც დალპა. დამპალ სისტემასთან გვაქვს საქმე, საშიშები არიან, ჩვენ სწორ გზაზე ვართ, მშვიდობიანად, ამათ ჩვენ გავისტუმრებთ, დიდ ხანს ესენი ვერ გაძლებენ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება