მამუკა ხაზარაძე - საქმე ეხება ეგზისტენციალურ საკითხს: ვიქნებით ცივილურ სამყაროსთან თუ ვიქნებით რუსეთის უკანა ეზო - თავისუფლებას არავინ დათმობს! ახალ არჩევნებს მივაღწევთ!

ე.წ. მთავრობა დასანქცირებულია, არ არსებობს ქვეყანა, სადაც მათ ელოდებიან, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ერთია - ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის „ევროინტეგრაცია გააჩერა და ქართველი ხალხის 35-წლიანი მისწრაფება გადაშალა“.

„პროტესტი არ ჩერდება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალურ საკითხს ეხება, ანუ სად ვიქნებით როგორც ქვეყანა, ვიქნებით თუ არა დამოუკიდებელი ცივილურ სამყაროსთან, თუ ვიქნებით, რასაც ე.წ. ხელისუფლება აკეთებს და რუსეთის უკანა ეზო ვიქნებით. ამიტომ, ეს პროცესი გაგრძელდება, ამ ქვეყანაში თავისუფლებას არავინ დათმობს, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 100 დღეში სამწუხაროდ, მოახერხა ის, რომ გადაშალა ბოლო 35-წლიანი ჩვენი ქართველი ხალხის მისწრაფება, ეს ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობაა, ეს ასე არ მოხდება. მარტო, იზოლირებული დაგვტოვა, ქვეყანა სრულ იზოლაციაშია, სტრატეგიული პარტნიორობა დააკარგვინა შეერთებულ შტატებთან, ევროინტეგრაცია გააჩერა, მთელი ე.წ. მთავრობა დასანქცირებულია, არ არსებობს ქვეყანა, სადაც ამათ ელოდებიან, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ერთია - ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება, ამას მივაღწევთ, 80 დღე იქნება, თუ მე-100, ამას მივაღწევთ, რადგან ეს რაღაც ლოკალური საკითხი არ არის, ეს არის ქვეყნის ეგზისტენციალური საკითხი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში