სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს ქართული მედიის წერილი გადასცა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უმაღლესი დონის შეხვედრებისას ევროპელ ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ქართულ მედიაში შექმნილი მდგომარეობა გააცნო, დაკავებული, მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შესახებ ესაუბრა და ის წერილი გადასცა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა თბილისში, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოამზადეს.

ქართული მედიის 17 წარმომადგენლის წერილი, რომელიც ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ტელევიზიებში, რეგიონულ მედიასა და ონლაინმედიაში შექმნილ მდგომარეობას ასახავდა, პრეზიდენტმა გადასცა:

ესტონეთის პრეზიდენტს, ალან კარის, მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს, ჯო უილსონს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს