აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ადგილობრივებს - ტრაგედია მოხდა, მნიშვნელოვანია მშვიდობა შევინარჩუნოთ - ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ - მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უბედური შემთხვევა სადაც მოხდა, სამშენებლო ტერიტორია არ არის.

მისი თქმით, ბინების მშენებლობა ჯერჯერობით არ არის დაწყებული, ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია.

ჯაბა ფუტკარაძის გამოჩენას, მოქალაქეების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების ზომების დაცვის უგულებელყოფაზე საუბრობდნენ.

„ოცნების ქალაქის“ დასახლებაში პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, ბარაკების დემონტაჟი მოხდა. სხვადასხვა პირები აქ აჟიტირების შემოტანას ცდილობენ. გთხოვთ დამშვიდდით, ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, უშუალოდ “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ბარაკების დემონტაჟი მოხდა და ისინი ბინებში არიან გადაყვანილი.

ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება იქნება შესაბამის ზომები. დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ. ტრაგედია მოხდა და მნიშვნელოვანია ყველამ მშვიდობა შევინარჩუნოთ, დამშვიდდით მოსახლეობა აღელვებულია”,- აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ მედიასთან საუბრისას.

“ორი ბავშვი დაიღუპა უსაფრთხოება სად არის დაცული?” - მიმართეს შეკრებილებმა მოქალაქეებმა ფუტკარაძეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია