მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი დღეს პანელურ დისკუსიებს დაესწრება

მიუნხენის კონფერენციის მუშაობის მესამე დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორ პანელურ დისკუსიას დაესწრება და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, ამავე ცნობით, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილია პანელური დისკუსია ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა ევროპაში”, რომლის მოდერატორიც იქნება კონფერენციის ვიცე-თავმჯდომარე რაინერ რუდოლფი.

დღესვე, შედგება პანელი "უსაფრთხოების სერია“, სადაც სალომე ზურაბიშვილი დისკუსიაში მონაწილეობას მწერალთან და პუბლიცისტთან ენ ეპლბაუმთან ერთად მიიღებს.

ასევე, მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია