ანა დოლიძე - ქვეყანა მიშვებულია, ავტოპილოტზეა

საზარელი ტრაგედია ბათუმში და ენით აღუწერელი უსამართლობა - ბიძინას კისერზეა რაც ხდება ეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

მისი თქმით, „ქვეყანა იმართება მხოლოდ ერთ საკითხში: ოლიგარქატის გადარჩენა“.

"საზარელი ტრაგედია ბათუმში და ენით აღუწერელი უსამართლობა. რა სიტყვებით უნდა ანუგეშო ადამიანმა ოჯახები ამ დროს. ბიძინას კისერზეა რაც ხდება ეს. ბიძინას სისტემა აკეთებს ამას. კორუფცია და სიხარბე, რომ არაფერი საჯარო უსაფრთხოებაზე არ მუშაობს, 10-15 ოჯახის კუჭის უსაფრთხოების გარდა. ქვეყანა იმართება მხოლოდ ერთ საკითხში: ოლიგარქატის გადარჩენა. დანარჩენი ავტოპილოტზეა. ამას ეწირება ყველაფერი, ბავშვებიც" , - წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედურ შემთხვევას ორი ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბაშვები საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს