სალომე ზურაბიშვილი - შევხვდი ალარ კარისს, რათა განმეხილა რუსეთის ჰიბრიდული ჩარევა საქართველოში - ხაზი გავუსვი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გადაუდებელ საჭიროებას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„შევხვდი ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს, რათა განმეხილა რუსეთის ჰიბრიდული ჩარევა საქართველოში, რომლის სამიზნე ჩვენი არჩევნები და დემოკრატიაა. ხაზი გავუსვი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გადაუდებელ საჭიროებას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს