ეკონომიკის სამინისტროსთან ბათუმში ორი ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს

თბილისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად, ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამასთან, ისინი დაღუპული მცირეწლოვნების ახლობლებსა და მთელს საქართველოს სამძიმარს უცხადებენ.

გარდა ამისა, მანიფესტანტების განმარტებით, ისინი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობასაც აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს სამინისტროსთან შემდეგი სახის ტრანსფარენტები აქვთ მიტანილი: “დაასრულე სიღარიბე!”, “დაასრულე უმუშევრობა!”, “სად არიან შვილები?!”, “დაასრულე კორუფცია!”, “დაასრულე უსამართლობა”, “ბავშვების ოცნება პურია, რეჟიმის ოცნება ფულია”, “ეს რომ შენი შვილი იყოს…”

“პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპული მცირეწლოვნების ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს. ფაქტია, რომ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ არის ისეთი სახარბიელო, როგორც მმართველი გუნდი ასაღებს. ბავშვებს არ უნდა უწევდეთ ჩვენს ქვეყანაში ჯართის შეგროვება, რათა ერთი-ორი კაპიკი იშოვონ, ოჯახი გამოკვებონ, ან სათამაშო იყიდონ. შესაბამისად, ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან შევიკრიბეთ, რომ მათ კიდევ ერთხელ გავაგონოთ საზოგადოების ხმა, რომ ეს არ არის უბრალო შემთხვევა და თითოეულმა ჩვენგანმა ხმა უნდა ავიმაღლოთ, რათა მომავალში იგივე ტრაგედია არ განმეორდეს”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე