სალომე ზურაბიშვილი - რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია - ხვალ კი შესაძლოა, სხვაგანაც გამოიყენოს, ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველო ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა მედიასთან ისაუბრა.

შესაბამისად, ზურაბიშვილის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის.

„რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია. ის ამ მეთოდს არ იყენებს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც, ხვალ კი შესაძლოა, სხვაგანაც გამოიყენოს, და როცა უკრაინაში არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც რუსეთი, რომელმაც ომი ვერ მოიგო და არც სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებაშია დარწმუნებული, შეეცდება უკრაინის დამორჩილებას. ასე რომ, ფრთხილად, არჩევნებთან, მოემზადეთ, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის!”, - დასძინა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგია საფრთხეს წარმოადგენს და საერთო პრობლემაა.

“თუ ამას საქართველოში არ დაუპირისპირდნენ, ის შავი ზღვის გავლით სხვაგანაც გავრცელდება. გერმანიაც კარგად ხედავს, რომ ჰიბრიდული სტრატეგია აქაც საფრთხეს წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ საერთო სამიზნე და საერთო პრობლემა ვართ”, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს თბილისში მიმდინარე პროტესტზე.

“ქუჩაში ყოველდღე პროტესტია - ხალხის ნება სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებაა. და როცა არჩევნებამდე მივალთ, ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს მხარდაჭერილი. უნდა დაგვიჭირონ მხარი, როგორც ქვეყნის ლეგიტიმურ მხარეს, რადგან ლეგიტიმურობა ხალხის გარეშე არ არსებობს”, - აცხადებს ზურაბიშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა