ეკონომიკის სამინისტროსთან შეკრებილები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც 81-ე დღეა უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სამინისტროსთან შეკრებილებმა ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ორი ბავშვის ახლობლებსა და მთელს საქართველოს სამძიმარი გამოუცხადეს.

გარდა ამისა, მანიფესტანტებმა „ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაც ისაუბრეს“.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში, უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება