მარკო რუბიო აცხადებს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა რუსეთი უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზულად განწყობილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიომ აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის გეგმები, შეხვდნენ რუს მაღალჩინოსნებს საუდის არაბეთში უახლოეს დღეებში, პირველი ნაბიჯია დასადგენად, არის თუ არა რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სერიოზულად განწყობილი.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ბოლო ზარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან „მოქმედება უნდა მოჰყვეს“ .

" მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა ეს სერიოზული“, - განაცხადა რუბიომ CBS-ის ეთერში შესაბამის კითხვაზე პასუხად.

სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გუშინდელ საუბართან დაკავშირებით, რომელიც, რუბიოს თქმით, მიზნად ისახავდა კომუნიკაციის ღია არხის შექმნას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს