პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი - დღემდე დაზარალებულად ცნობილია 488 პირი - დაუბრუნდათ ან დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება

დეპარტამენტის შექმნის დღიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 488 პირი, რომელთაგან 335 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად დაუბრუნდათ ან დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება, -ამის შესახებ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, „დაბრუნებული ქონებების შორის იყო 176 მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი ბინები, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები; სს „ენგურის სამედიცინო კომპლექსი“; ,,აკურას“ ღვინის ქარხანა; გორში მდებარე სასტუმრო და საცურაო კომპლექსები; შოვის პანსიონატის ტერიტორია; 2 თვითმფრინავი და 13 შვეულმფრენი, ასევე 83 ავტომანქანა; ოქროს ნაკეთობები; ფიროსმანის ფერწერული 2 ტილო; ანტიკვარული წიგნები და სხვა ქონებები“.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, 2015 წლის მარტის თვეში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის დეპარტამენტი შეიქმნა. მისი თქმით, დეპარტამენტის ფუნქციაა 2012 წლამდე ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე მათ შორის წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ასევე იძულებით ქონების ჩამორთმევის ფაქტების შესწავლა, გამოძიების წარმოება, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სასამართლოებში.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, დეპარტამენტის წარმოებაში დღეის მდგომარეობით 422 სისხლის სამართლის საქმეა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები