პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, ოპოზიციის კვოტით, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელს ილია ინჯიას აირჩევენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, ოპოზიციის კვოტით, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელს ილია ინჯიას აირჩევენ.

ოპოზიციონერ ვიცე-სპიკერად ილია ინჯია პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ წარადგინა, რომლის არჩევის საკითხი პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.

XI მოწვევის პარლამენტში ასევე ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერია სოზარ სუბარი.

ილია ინჯიას არჩევის შემდეგ, პარლამენტის სპიკერატში ექვსი ვიცე-სპიკერი იქნება: - პირველი ვიცე სპიკერია გია ვოლსკი, უმრავლესობის კვოტით არჩეული ვიცე სპიკერები არიან - ნინო წილოსანი, თეა წულუკიანი, გიორგი კახიანი, ხოლო ოპოზიციას პარლამენტის სპიკერატში სოზარ სუბარი და ილია ინჯია წარმოადგენენ.

„ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“ XI მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფებია, რომელთაც საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსი აქვთ.

აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფების წევრები პარლამენტში ოპოზიციის კვოტით განკუთვნილ თანამდებობებს იკავებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს