„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე, მიწვეული არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე.

საგამოძიებო კომისიის მომავალი სხდომა 21 თებერვალს, 10:00 საათზე გაიმართება.

როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიწვეული პირები დღეიდან მიიღებენ ოფიციალურ შეტყობინებებს.

„წამყვანი თემა იქნება 2003-2012 წლებში გამართული სხვადასხვა დონის არჩევნები, მაგრამ მოცემულმა პირებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ მათთან გასაუბრება არ იქნება მხოლოდ არჩევნებით შემოფარგლული. ყველა ის საკითხი, რომლის შესახებაც ჩვენ გვექნება ინფორმაცია, რომ მოცემული პირები ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ ან ჩართული იყვნენ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა თუ მოწესრიგებაში, ჩვენ უფლება გვექნება, რომ არჩევნების მიღმაც დავუსვათ არაერთი კითხვა“, - განაცხადა წულუკიანმა სხდომაზე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე მოუსმინა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს, ცესკო-ს წარმომადგენელ გიორგი სანტურიანს, პროკურატურის წარმომადგენელ ირაკლი ნადარეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ