გურამ მაჭარაშვილი - ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“?! არავინ! ის არავის აინტერესებდა და არც არავის დააინტერესებდა - ბრალდებები, რომ რაღაც „ქართულმა ოცნებამ“ დააორგანიზა, უკვე აღარ მუშაობს

ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“?! არავინ! ის არავის აინტერესებდა და შესაბამისად, არც არავის დააინტერესებდა! - ასეთი ტიპის ბრალდებები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააორგანიზა და ა.შ. უკვე აღარ მუშაობს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს.

მისი თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ თუ ვინმე არის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში, ერთ-ერთი არის თვითონ გიორგი გახარია.

„მე არ მგონია ვინმეს საქართველოში ამის მერე უკვე შეეშალოს, ვინ არის გიორგი გახარია. განსაკუთრებით, იმის მერე, რაც მან გადადგომის შემდეგ არა ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არა მხოლოდ თავის გუნდს, სადაც ის გაიზარდა, არამედ მთლიანად სახელმწიფოს უღალატა. აქედან გამომდინარე, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ თუ ვინმე არის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში, ერთ-ერთი, სხვათა შორის, არის თვითონ გიორგი გახარია. მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ვინ იყო, ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“?! არავინ! ის არავის აინტერესებდა და შესაბამისად, არც არავის დააინტერესებდა. თუ ის გახდა ყველაფერი, რაც დღეს არის, ცნობადობა გნებავთ თუ ა.შ. „ქართული ოცნების“ წიაღში, მაშინ მას უამრავ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.

ასეთი ტიპის ბრალდებები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააორგანიზა და ა.შ. უკვე აღარ მუშაობს. ეს რეალობა არის მოცემულობა, როდესაც, მათ შორის, თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობაშიც“ არ აქვთ მთლად დალაგებული საქმე, როგორც ვიცით,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია