დავით მათიკაშვილი - გიორგი გახარიამ ძალადობაზე და ღალატზე საკუთარ თავში და პარტიაში მოიკითხოს - ძალადობა არ არის „ქართული ოცნების“ ხელწერა

გიორგი გახარიამ ძალადობაზე და ღალატზე, პირველ რიგში, საკუთარ თავში და პარტიაში მოიკითხოს - ძალადობა არ არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ისიც ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაზე, ქვეყნის მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, ქვეყნის ღალატისთვის იყო წარგზავნილი.

„ჩვენ გვახსოვს, გახარიას მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრობის პირობებში რა ნაბიჯები იქნა გადადგმული, როგორი პროცესები იყო მომიტინგეთა მიმართ, მისი მხრიდან რა იქნა გამოყენებული ამ კუთხით და როგორ. ეს კარგად გვახსოვს ჩვენ. ასე რომ, ძალადობაზე და ღალატზე გახარიამ პირველ რიგში, საკუთარ თავში და პარტიაში მოიკითხოს. ის, რომ გახარია მიუნხენის კონფერენციაზე, ზურაბიშვილის მსგავსად, ქვეყნის ღალატისთვის იყო წარგზავნილი, ესეც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება ძალადობას - ეს არ არის „ქართულო ოცნების“ ხელწერა, საკუთარ პარტიაში მოიკითხონ,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე