მამუკა მდინარაძე - გახარიას უფრო მეტად დამცირება შეუძლებელია - კვერცხები ასეთი დონის მოღალატესაც არ უნდა ესროლო, ფორმა არ არის მთლად გადასარევი

კვერცხები ასეთი დონის მოღალატესაც არ უნდა ესროლო - გახარიას უფრო მეტად დამცირება შეუძლებელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთვის აეროპორტში კვერცხების სროლის ფაქტს გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, გახარიას დამცირება არავის აინტერესებს, „ისედაც დამცირებულია თავისი ქმედებებით“.

„მათ რომ ჰკითხოთ, როცა სხვის მიმართ რაღაც განხორციელდება, ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი და თუ გახარიას მსგავსი ფორმებით ვიღაც დაუპირისპირდება - ის არის „ტიტუშკა“ - ეს ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის? - მე, რომ ვთქვა მისაღები ფორმაა, დამიჯერებთ?! - რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები ფორმა, ნამდვილად. ვიდეოში გოგონა რაღაცას ეუბნება, ეს გასაგებია, მაგრამ შემდეგ ვიღაცა, რაღაცას ესვრის, არ არის მისაღები, ნამდვილად.

თუმცა, უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ქართული ოცნების“ თანამდებობის თუ მხარდამჭერის მისამართით მისაღები ფორმაა, გახარიას წინააღმდეგ, რომელიც დადასტურებულად მოღალატეა, არ არის მისაღები. მე ვამბობ, რომ ასეთი დონის მოღალატესაც კვერცხები არ უნდა ესროლო. უბრალოდ, ფორმა არ არის მთლად გადასარევი და სხვა ფორმით შეიძლება სჯობდეს შენი პროტესტის გამოხატვა.

PR-ში ნასწავლი მეთოდებით პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის რომ ადანაშაულებს. ეს უკვე იმდენად გაცვდა მისი და მისი თანაგუნდელების - დანარჩენი „გახარიების“ მხრიდან, რომ საზოგადოებას უკვე სასაცილოდაც არ ჰყოფნის. არავის აინტერესებს მისი დამცირება, ისედაც დამცირებულია თავისი ქმედებებით. მეტს ვეღარ დაამცირებ. გახარიას უფრო მეტად დამცირება შეუძლებელია. ამიტომ ადამიანებს, როლებიც მის მიმართაც გამოხატავენ პროტესტს, ამ ფორმით ნუ გამოხატავენ იმიტომ, რომ წამებულების რანგში გამოდიან“ , - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ