ნიკა მელია - რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი - მწირი ცნობებიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობა უმძიმესია

რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, უკან დახევის ეშინია - რეჟიმს აფრთხობს ყველა პრინციპული ადამიანის არსებობა და მათი გატეხით ცდილობს საკუთარი შიშების გაქარწყლებას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მწირი ცნობებიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობა უმძიმესია.

„რის დემონსტრირებას ცდილობს რეჟიმი მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯით? - მხოლოდ იმის, რომ მისთვის ბევრად ფასეულია რეჟიმის მსახურის შეწითლებული ყურ-ლოყა და განცდილი ტკივილი, ვიდრე ჩვენი, მისი მოწინააღმდეგეების სიცოცხლე?

რეჟიმს აფრთხობს ყველა პრინციპული ადამიანის არსებობა და მათი გატეხით ცდილობს საკუთარი შიშების გაქარწყლებას.

მზია ამაღლობელი უკრძალავს მის ადვოკატებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აქცენტირებას; თუმცა მწირი ცნობებიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მდგომარეობა უმძიმესია.

რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, უკან დახევის ეშინია, სისუსტის ჩვენება ჰგონია სიცოცხლისა და სიმართლის მხარეს ყოფნა.

მზია ამაღლობელი უნდა გადარჩეს. უნდა გადარჩეს მისი სიცოცხლე და მისი გაუტეხლობა!“- წერს მელია.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა