სერგეი ლაგოდინსკი - გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის შეურაცხმყოფელი და აგრესიული სიგნალი დემოკრატების მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის

გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის არა მხოლოდ მის წინააღმდეგ განხორციელებული დაშინების აქტი, არამედ შეურაცხმყოფელი და აგრესიული სიგნალი დემოკრატების მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომლებიც საქართველოს ევროპულ ტრაექტორიას უჭერენ მხარს.

„თავდასხმა გიორგი გახარიაზე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჩვენი შეხვედრებიდან დაბრუნებისას არ არის მხოლოდ მის წინააღმდეგ განხორციელებული დაშინება. ეს ასევე არის შეურაცხმყოფელი და აგრესიული სიგნალი დემოკრატების მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ტრაექტორიას! სოლიდარობა გიორგის!“ - წერს სერგეი ლაგოდინსკი.

შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათ ლიდერ გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, წინასწარ მომზადებული ჯგუფის მხრიდან ყოფილი პრემიერის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს. ასევე, გახარიას და მის თანაგუნდელს კვერცხები ესროლეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს