რასა იუკნევიჩიენე - „ქართული ოცნების“ ბანდიტების უღირსი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე - ბიძინა ივანიშვილი „რუსკი მირის“ მეთოდებს ახლა ღიად იყენებს

„ქართული ოცნების“ ბანდიტების უღირსი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ბიძინა ივანიშვილი „რუსკი მირის“ მეთოდებს ახლა ღიად იყენებს. კრემლისა და თბილისში მისი მარიონეტების მიზნები სრულიად იდენტურია: საქართველოს ევროპული მომავლის განადგურება“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა