კახა კალაძე საგამოძიებო კომისიაზე - ბევრ რამეს გაიგებს საზოგადოება - ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მომხდარ ფაქტებს გამოიძიებს, მნიშვნელოვანია.

კალაძეს მოლოდინი აქვს, რომ „საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს“.

„საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია. ერთ-ერთ თემას გეტყვით: ჩვენ წინასაარჩევნოდ გვქონდა დაპირება, რომ ის ბოროტება, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავისი უგუნური პოლიტიკით ქვეყანას დააკარგვინა ტერიტორიები, გვახსოვს, რამხელა უბედურება მოიტანა 2008 წლის ომმა, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული. ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი იმ ღალატისთვის, რომელიც ჩაიდინა. ამიტომ ამ კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია და ბევრ რამეს გაიგებს საზოგადოება. ყველა კითხვას, რომელიც არსებობს ქვეყანაში და საზოგადოებაში, უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს