პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლების სცენარი მარტივია: კვერცხები, პროვოკაციები, დაპირისპირება - ცდილობენ, ხალხს დაავიწყონ მთავარი პრობლემა, რომ არალეგიტიმური რეჟიმის გამო საქართველო იზოლაციაშია

კვერცხებით ვერ დამალავენ სიმართლეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამო საქართველო იზოლაციაშია, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები სროლა.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობა იმისთვის აწყობს, რომ ხალხს მთავარი პრობლემები დაავიწყოს და ცრუ დღის წესრიგი შექმნან.

„მათი სცენარი მარტივია - კვერცხები, პროვოკაციები, დაპირისპირება. ცდილობენ, შექმნან ცრუ დღის წესრიგი და ხალხს დაავიწყონ მთავარი პრობლემა, რომ არალეგიტიმური რეჟიმის გამო საქართველო იზოლაციაშია, ხალხი და დასავლეთი აღარ ენდობა ამ ე.წ. ხელისუფლებას, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი დაფინანსებები შეწყვიტა. ამერიკამ უკვე დაუწესა სანქციები ძალადობრივ ჩინოვნიკებს და ეს პროცესი გაგრძელდება. ინვესტიციები და სამუშაო ადგილები იკლებს. რატომ აწყობთ პროვოკაციები? იმიტომ, რომ ფაქტი გადაფარონ. ამ ქვეყნის ნამდვილი საფრთხე თავად არიან და ხალხმა არ დასვას კითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოს იზოლაციაზე? - პასუხია ივანიშვილის რეჟიმი! ვინ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს? – პასუხი ისევ ივანიშვილის რეჟიმია. რატომ მცირდება სამუშაო ადგილები და რატომ გრძელდება გაჭირვება? იმიტომ, რომ ქვეყნის ძარცვა პირად ბიზნესად აქციეს. ჩვენი არჩევანი ცხადია - არ შევეგუებით რეჟიმს, არ დავუშვებთ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის და რეჟიმის ცვლილებისთვის გრძელდება. ისინი გვთავაზობენ შიშსა და მონობას, ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას და სიძლიერეს. ეს ქვეყანა ხალხს ეკუთვნის და ხალხი მას დაიბრუნებს“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.

აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის