ნატალი ლუაზო - პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის

პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„საქართველოში, პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის დაშინების მეთოდებით, რომლებზეც უარს რუსეთიც არ იტყოდა. სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის სიმამაცეს და დემოკრატიისა და ევროპისადმი ერთგულებას წარმოადგენს“, - წერს ნატალი ლუაზო.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება