„ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი - მინდა მადლობა ვუთხრა მზიას ამაღლობელს ამ გადაწყვეტილებისთვის - მზია უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან

მინდა მადლობა ვუთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის-ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე, - ამის შესახებ „ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც ნესტან ცეცხლაძემ აღნიშნა, ექიმები გააკეთებენ განცხადებას, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი დაბრუნება ამჟამად ციხეში.

„მინდა მადლობა ვუთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის. ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე. ძლიერები, რათა ვიბრძოლოთ როგორც მზიას, ასევე ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის. ექიმები გააკეთებენ განცხადებას, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი დაბრუნება ამჟამად ციხეში. ის მუდმივად ითხოვდა „ვივამედიდან“ ციხეში გადაყვანას. მზია უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან“, - აღნიშნა ნესტან ცეცხლაძემ.

ინფორმაციისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც კლინიკა "ვივამედთან" გამართულ ბრიფინგზე „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს