შალვა პაპუაშვილი - ბევრი თავქარიანი ევროპელი პოლიტიკოსი დღემდეა საქართველოს შემოჩვეული - ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის უპატივცემულობა, პირდაპირ ხელების ფათური ჩვენს პოლიტიკაში

ბევრი თავქარიანი ევროპელი პოლიტიკოსი დღემდეა საქართველოს შემოჩვეული,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი თავს უფლებას აძლევს, საქართველოს პოლიტიკაში ჩაერიოს და „ხელები აფათუროს“.

„მოვლენა არ ხდება საქართველოში, რომ მათი ღრმად არაკომპეტენტური აზრი არ მოგვახსენონ სხვადასხვა განცხადების სახით, დღეგამოშვებით ხან რომელ ტელევიზიას ერთვებიან და ხან რომელს, „არამკითხე მოამბეებივით“ ეჩრებიან ქართული საზოგადოების ცხოვრებაში. ჩვენ მათ არ ვაწუხებთ, მათი საზოგადოების ცხოვრებაში არ ვერევით. ეს არის სუვერენიტეტის პატივისცემა, ამიტომ, ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები სხვადასხვა ქვეყნებმა არ აღიარეს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს დაუჭირეს მხარი. შალვა პაპუაშვილმა მათ დაფიქსირებული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ რასაც დღეს ზოგიერთი ქვეყანა აკეთებს, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის უპატივცემულობა.

„ყველა აი, ამ უცხოურ უწყებას მინდა შევახსენო, იმ წინადადებაზე დაფიქრდნენ, რასაც წერენ, რამდენად გულწრფელი არიან იმ სეგმენტში, რასაც სუვერენიტეტის პატივისცემა ჰქვია. რასაც დღეს უცხოური ხელისუფლება აკეთებს, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის უპატივცემულობა, პირდაპირ ხელების ფათური ჩვენს პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხალხი, რომელმაც ხაჭაპურის იქით, საქართველოს შესახებ არ იცის, ზოგი შორი ტექსტებით გველაპარაკება, ზოგი აქ ჩამოდის და მიტინგზე დგება. რატომღაც თავს უფლებას აძლევს, უცხო ქვეყნის, უცხო საზოგადოების ცხოვრებაში ჩაერიოს. ქართველი ხალხი არ კადრულობს იმას, რომ ჩაერიოს ესტონელი, ლიეტუველი თუ ჩეხი ხალხის შიდა საზოგადოებრივ საკითხებსა თუ პოლიტიკაში. ამიტომ, ნურც ამ ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენელი ჩაერევა ჩვენს ცხოვრებაში. „დათა თუთაშხიას“ ციტირებას ვერ მოვახდენ, მაგრამ მაინც და მაინც თუ აინტერესებთ, შეუძლიათ გადაიკითხონ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე