შალვა პაპუაშვილი - „ისკანდერის“ ფრაგმენტები „მეგობრობით“ აშშ-სთვის ჰქონდათ გატანებული - გასაგებია, რომ „ისკანდერის“ შესწავლის ინტერესი იყო, მაგრამ ამან არ უნდა გადაწონოს შენი ერის ინტერესი

„ისკანდერის“ დეტალები იყო მტკიცებულება, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ ცალმხრივად შეწყვიტა საომარი მოქმედებები 10 აგვისტოს, 12 აგვისტოს უკვე წინასწარ განზრახულ მშვიდობიან ქალაქზე მოხდა „ისკანდერის“ სროლა. რომ არა მისი ფრაგმენტები, ამის მტკიცება იქნებოდა რთული. ეს ფრაგმენტები, ასე „მეგობრობით“ ჰქონდათ გატანებული აშშ-სთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის შესახებ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ აშშ-ს „ისკანდერი“ გადასცა, ვინაიდან, „როგორც ჩანს, ინტერესი იყო დეტალები შეესწავლათ“. მისივე თქმით, გასაგებია, რომ „ისკანდერის“ შესწავლის ინტერესი იყო, „მაგრამ ამან არ უნდა გადაწონოს შენი ერის ინტერესი“.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისიას ისტორიული პროცესი უწოდა, დაგვიანებული "ნიურნბერგის პროცესი", რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი მფარველების გამო დღემდე ვერ შედგა ბოლომდე. მისივე განმარტებით, საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაინახეს ერთი რამ, თუ „როგორ დანაშაულებრივად იქცეოდა ჩვენი მაშინდელი ხელისუფლება, აგვისტოს ომის შემდეგ“.

„ჯერ საგამოძიებო კომისიამ უნდა ჩახედოს დეტალებს, მაგრამ ჩანს, რომ მინიმუმ ეს არის დანაშაულებრივი დაუდევრობა, როგორც ისინი ეპყრობოდნენ მტკიცებულებებს და შესაძლოა, ამის უკან იყოს კიდევაც განზრახვა, რომ მიეჩქმალათ ზოგიერთი დანაშაული და მეორე მხრივ, წარმოეჩინათ ისე, თითქოს საქართველოს სამხედროებსაც მიუძღოდათ წვლილი ამა თუ იმ გადაცდომებში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო