ევროკომისიის საგარეო საქმეთა პოლიტიკის სპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის დაშინება - ეს სირცხვილია და უნდა შეწყდეს!

ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყველანაირი დაშინება სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს სირცხვილია და უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ კვერცხების სროლის ფაქტზე კომენტირებისას სპიკერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პასუხი საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების შემცირება და მათთვის ფინანსური დახმარების გაყინვაა.

„როცა საქმე ეხება საქართველოს და მის დემოკრატიულ უკუსვლას, ჩვენ გვქონდა მკაფიო პასუხი, იქნება ეს [ხელისუფლებასთან] პოლიტიკური კონტაქტების შემცირებით, ფინანსური დახმარების გაყინვით, თუ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით. უფრო მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყველანაირი დაშინება სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს სირცხვილია და უნდა შეწყდეს!“ - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა