ლევან იოსელიანი - მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, ეს იქნება კვერცხებით თუ სიტყვიერად - მნიშვნელოვანია ადამიანებმა, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, კანონის შესაბამისად აგონ პასუხი

მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, ეს იქნება კვერცხებით თუ სიტყვიერად - ეს არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი, რომელიც საქართველოში უნდა დავამკვიდროთ , - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, განაცხადა, რითაც პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიასა და საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის თბილისის აეროპორტში კვერცხების სროლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გამოძიებამ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გამოავლინოს, რომლებიც ამ და მსგავს ფაქტებში არიან ჩართულნი.

„მიუღებელია კვერცხების სროლაც, სიძულვილის ენის გამოყენებაც და შეურაცხყოფაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი, სადაც შესაძლოა გამოკვეთილი იყოს დანაშაულის ნიშნები, რეაგირება იყოს და ადამიანებმა, რომლებიც ამაში ჩართულები არიან კანონის შესაბამისად აგონ პასუხი. იმავეს ვიტყვი გიორგი გახარიას შემთხვევაშიც. მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, ეს იქნება კვერცხებით თუ სიტყვიერად. ეს არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი, რომელიც საქართველოში უნდა დავამკვიდროთ”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის და "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას თბილისის აეროპორტში მოქალაქეები დახვდნენ, რომლებმაც მათ კვერცხები დაუშინეს. როგორც გიორგი გახარია აცხადებს, აღნიშნული პირები „ქართული ოცნების“ დავალებით მოქმედებდნენ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია