Reuters - საფრანგეთი უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებაზე მეორე საგანგებო სამიტს გეგმავს, რომელზეც კანადასაც მიიწვევენ

საფრანგეთი უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებაზე უკვე მეორე საგანგებო სამიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 17 თებერვალს პარიზში გამართული საგანგებო სამიტის შემდეგ, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ევროპის უსაფრთხოება განიხილეს, საფრანგეთი უკვე მეორე სამიტს ამზადებს.

ამჯერად, მასზე მოწვეულები იქნებიან კანადა და ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც პირველ სამიტს არ დასწრებიან.

გამოცემის ორი წყაროს ცნობით, მეორე სამიტზე მოწვეული ქვეყნები არიან: ნორვეგია, კანადა, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი და ბელგია. შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება, მათ შორის ვიდეოჩართვებითაც.

ცნობისთვის, 17 თებერვალს გამართულ პირველ შეხვედრაში ემანუელ მაკრონის გარდა მონაწილეობას იღებდნენ: კირ სტარმერი (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი), ოლაფ შოლცი (გერმანიის კანცლერი), ჯორჯა მელონი (იტალიის პრემიერ-მინისტრი), პედრო სანჩესი (ესპანეთის პრემიერ-მინისტრი), დიკ სხოფი (ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი), მეტე ფრედერიკსენი (დანიის პრემიერ-მინისტრი), მარკ რუტე (ნატოს გენერალური მდივანი), ურსულა ფონ დერ ლაიენი (ევროკომისიის პრეზიდენტი) და ანტონიო კოსტა (ევროპული საბჭოს პრეზიდენტი).

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს