შსს-ს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

ამასთან, "ტვ პირველის" იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, "ოპერატორის დაკავებასთან და ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე ინფორმაცია აქვს სახალხო დამცველის აპარატსაც და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც". ადვოკატის ცნობით, ჯიოშვილის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.

მანამდე, "ტვ პირველის" ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა. მელაძის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი "სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს", მაშინ, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ სვამენ ერთ პირს მანქანაში და ისმის ხმა: "ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი".

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!