რუსებმა ოდესას დაარტყეს, 250 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დარჩა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მასიური შეტევა განახორციელეს, 250 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დარჩა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე დარჩა, დაზიანდა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები.

„ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე მტრის მასიური თავდასხმის შედეგად სახლების მნიშვნელოვანი რაოდენობა ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშეა. სითბოს გარეშე დარჩა საავადმყოფოები, კლინიკები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანი - 250 ათასზე მეტი მცხოვრები - სითბოს და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, - განაცხადა ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგების აღმოფხვრისა და დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევის მიზნით საგანგებო სიტუაციების სპეციალისტების მუშაობა გრძელდება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს