საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტაშკენტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი თამარ წერეთელი, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, რექტორის მრჩეველი კოტე ბასილაშვილი ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, აზიზ აბდუვასიკოვს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრის მიზანს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივ სასწავლო აქტივობებს, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, სტუდენტთა, მეცნიერთა და პროფესორ-მასწავლებელთა და გაცვლით პროგრამებს.

„უზბეკური უნივერსიტეტი დაინტერესებულია ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აგრარული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი მიმართულებებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი 2013 წელს ჩამოყალიბდა და დღეს აგროინჟინერიისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ეს ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, საბაკალავრო პროგრამები: აგრარული ტექნოლოგიები, მევენახეობა და ენოლოგია, მეცხოველეობა, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგრონომია და აგროინჟინერია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ფაკულტეტზე სამი, ორდიპლომიანი პროგრამა მოქმედებს და სასწავლო კურსს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლები წარმართავენ. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ სტუდენტები ორ - ფრანგული უნივერსიტეტის რენ 1-ისა და სტუ-ის დიპლომს იღებენ. ფაკულტეტზე მოქმედებს მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა მილანის უნივერსიტეტთან ერთად. სამაგისტრო პროგრამა - მევენახეობა და მეღვინეობა გახდა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამის - EMAVE-ს კონსორციუმის წევრი. ფაკულტეტი საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისადაა აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო 32 ლაბორატორიითა და 28 აუდიტორიით. აქ ხორციელდება როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. ბაკალავრიატის რვა პროგრამა კი სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული. ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტ რენ 1-ის (Universite de RENNES 1) მონაწილეობით, ხორციელდება ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა - წარმოების მენეჯმენტი რძის მრეწველობაში. ჩვენ, წელსაც გადავეცით სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის 2023-2024 წლის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტ რენ 1-ის დიპლომები. დარგი, რომლის განვითარებისთვის პროფესიონალ კადრს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ზრდის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ხელისუფლება ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესებს დიდ ყურადღებას უთმობს. ვფიქრობ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტაშკენტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება, მით უფრო, რომ აგრარული მიმართულებით უზბეკური უნივერსიტეტი 95 წელია ამზადებს კვალიფიციურ კადრებს“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.

სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და იმ სტუდენტებს, რომლებიც აგრარულ მეცნიერებებს ეუფლებიან, უახლოესი მომავლიდან, უზბეკეთის განათლების სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ. თანამშრომლობა არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კვლევით პროცესებსაც მოიცავს.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს