ლევან მაჭავარიანი „ტვ პირველის“ ოპერატორის დაკავებაზე - პოლიციას აქვს სხვადასხვა დანაყოფი - ვიღაცას ფორმა აცვია, ვიღაცას სამოქალაქო, ჩვეულებრივი ტანსაცმელი - თუ ეს პირი ფიქრობს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია მიმართოს სასამართლოს

პოლიციას აქვს სხვადასხვა დანაყოფი - ვიღაცას ფორმა აცვია, ვიღაცას სამოქალაქო, ჩვეულებრივი ტანსაცმელი. ისინი ეცნობიან, როგორც პოლიციელი და წარუდგენენ თავიანთ საბუთს, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების მიერ „ტვ პირველის“ ოპერატორის დაკავებას შეეხებოდა.

მისი თქმით, თუ დაკავებული ოპერატორი მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

„პოლიციას აქვს სხვადასხვა დანაყოფი - ვიღაცას ფორმა აცვია, ვიღაცას სამოქალაქო, ჩვეულებრივი ტანსაცმელი. ისინი ეცნობიან, როგორც პოლიციელი და წარუდგენენ თავიანთ საბუთს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნებოდა. თუ ეს პირი ფიქრობს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია მიმართოს სასამართლოს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე საუბრისას, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ დაკავებული ოპერატორი აქციაზე არა კამერით, არამედ ბანერით იდგა.

„მე იქ ვერ დავინახე ოპერატორი. იქ კამერით არავინ მდგარა. რა კადრებიც ვიხილე, ჩვეულებრივი აქტივისტი გახლავთ ეს პიროვნება - არ ვიცი, წარსულში ოპერატორი იყო თუ მომავალში აპირებს ოპერატორობას, მაგრამ ჩვეულებრივად, ბანერით იდგა. ბანერით ვნახე ეს პიროვნება კადრში, რომელიც უერთდებოდა აქციას. ძალიან სამწუხაროა და ხაზი უნდა გავუსვათ, რომ აქციაზე მისული ადამიანები პირდაპირ „პარტაქტივს“ წარმოადგენენ და იმ მავნებელ „ენჯეოებს“ წარმოადგენენ, მაგრამ, ასევე ადამიანთა დიდი ჯგუფი იდგა, რომელიც გულწრფელი პროტესტისთვის იყვნენ მისულები და მათ დღის წესრიგს სიტუაციის დაძაბვა და ძალადობრივ აქციებში მონაწილეობა არ წარმოადგენდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

მანამდე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ სვამს რამდენიმე პირი ერთ ადამიანს მანქანაში და ისმის ხმა: „ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი“.

ამასთან, „ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო