გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის განცხადებაზე - ვინც  გვაფასებს, იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც გვაფასებს, იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობ,ა - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოლონეთს ახლა არ უნდა ჰქონდეს იმის დრო, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასოს.

„მე არ მგონია, პოლონეთს ახლა უნდა ჰქონდეს დრო, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასოს. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ევროკავშირში არის ბიუროკრატიაში სერიოზული პრობლემები. ევროკავშირს პირდაპირ ადანაშაულებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უსამართლობაში და აბა, გააკრიტიკოს ამერიკის პრეზიდენტი, პოლონეთი ხომ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა? ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა ამერიკას, ეს პირდაპირ თქვა ამერიკის პრეზიდენტმა და რატომ არაფერს ამბობს? ამიტომ ჩვენთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც ჩვენ გვაფასებს, აი, იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა,“ -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობამ X-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება , სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის დროს საქართველოსთვის ცარიელი სკამი იყო დარჩენილი.

„ზოგად საკითხთა საბჭოს (GAC) არაფორმალური შეხვედრის პირველ სესიაში ევროპულ საქმეთა მინისტრებმა და გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოსთვის სკამი ცარიელი იყო დარჩენილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება