მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მედია, NGO სექტორი და მომიტინგეები კარგ საქმეს გვიკეთებენ - გვკარნახობენ, რომელი კანონი რა მიმართულებით არის დასახვეწი, მერე ჩვენ მიდგომას რეპრესიებს ეძახიან

„ნაციონალური მოძრაობის“ მედიის წარმომადგენლები, NGO სექტორი და მომიტინგეები ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებენ - ყოველდღიურ რეჟიმში პირდაპირ გვკარნახობენ, რომელი კანონი რა მიმართულებით არის დასახვეწი! ყოველდღიურად გვაჩვენებენ, როგორ უნდა მიუდგეს სახელმწიფო ანტიქართული და ანტიეროვნული მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას, მერე კი ამ ყველაფერს რეპრესიებს ეძახიან! - ეს განცხადება პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძემ ამავე კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ “საქართველოში Deep State-ის აგენტურა, მის მიერ დალაგებული სქემა და გეგმა მოქმედებს იმისთვის, რომ ქართული ინტერესი დააზიანონ და ჩელიაბისნკში გაღვიძების ბომჟური "მესიჯი" აქტუალური იყოს“.

“ნაციონალური მოძრაობის“ მედიის წარმომადგენლები, NGO სექტორი და მომიტინგეები ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებენ - ყოველდღიურად გვაძლევენ ნიშანს რა უნდა გამორიცხოს სახელმწიფომ, რათა მისი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს და რას არღვევენ კანონის გვერდის ავლით. არის შემთხვევები, როდესაც ისინი კანონში ე.წ. ხვრელებს ნახულობენ თუ როგორ დაასუსტონ სახელმწიფო, როგორ მოახერხონ საბოტაჟი ისე, რომ კანონის რომელიმე ნორმა მათ მიერ ჩადენილ რეალური საბოტაჟურ ქმედებას საბოტაჟს არ არქმევდეს, როგორ ასცდნენ პასუხისმგებლობას.

უნდა გავიმეორო მათი სლოგანი - არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობა, არ იქნება სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესის გატარება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების მიერ ბიძინა ივანიშვილის და სხვა პირების ფიტულების მიტანას და ამით ერთგვარი პერფორმანსის გამართვას.

როგორც მან აღნიშნა, „ამაში მილიონობით თანხა იხარჯება“.

„ვითომ კრეატიულობენ და სიკვდილს, კუბოს, დაკრძალვას - ამას ვერ ცდებიან, წარმოიდგინეთ და ამას ასწრებენ ბავშვებს. პირობითად, მოსახლეობაში ხომ ბევრი გაგიგიათ, სექტაა ჩვეულებრივიო და სექტანტებივით იქცევიან, მართლა. მართლა სექტანტებივით იქცევიან, ბავშვებს ასწრებენ დაკრძალვის რიტუალებს. მეტი, რა უნდა გააკეთონ, მეტი რა უნდა მოუწამლონ ადამიანებს ტვინი და ამაში იხარჯება ათეულობით მილიონი დოლარი და ეს, ითვლება მათში კრეატივად. წეღან რომ ვთქვი, ბომჟობა-მეთქი, აი, ეს ბომჟობა, ეს მდაბიოობა ითვლება, პიარის გარდა ყველაფერი ჰქვია, მათში კრეატიულობად, რომ დაკრძალვის რიტუალს უნდა დაასწრონ ბავშვები. თან, მათივე გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ბავშვებს ასწრებენ. ეს ხომ ვიღაცას სხვას არ გადაუღია, რომ შემთხვევით ბავშვი გამოჩნდა კადრში. თვითონ ავრცელებენ ფოტოებს და კადრებს, სადაც ბავშვები ესწრებიან დაკრძალვის, რაღაც სექტანტურ ბომჟურ რიტუალს და მათ შორის აშშ-ის დროშას, როგორც მანიპულაციურად იყენებენ ამ რიტუალში“,-განაცხადა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ამ რიტუალში ბავშვებს შეგნებულად, დეკლარირებულად აღებინებენ მონაწილეობას“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის