CIU-სა და ტოკაის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5-8 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მაღრაძე, სამეცნიერო ვიზიტით, უნგრეთში, ტოკაის ღვინის რეგიონს ეწვია. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა, ქართული და უნგრული მეღვინეობების თანამშრომლობის გაღრმავებასა და ისტორიული მეღვინეობის ტექნოლოგიების შესწავლას.

ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტოკაის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მხარეთა შორის აქტიურ თანამშრომლობას მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო დარგის განვითარების მიმართულებით, ერთობლივ კვლევებს, გაცვლით პროგრამებსა და სხვა აკადემიურ საკითხებს.

„ვიზიტის ფარგლებში, დავით მაღრაძე ესტუმრა ტარცალის მევენახეობისა და ენოლოგიის კვლევით ინსტიტუტს, გაეცნო Patrícius Winery-სა და Tokaj Excellence-ის საქმიანობას, ასევე Grand Tokaj Winery-ს მასშტაბურ ღვინის წარმოებას. პროგრამის ფარგლებში, მან წაიკითხა ლექცია უძველესი ქართული ვაზის ჯიშებისა და მეღვინეობის ტრადიციების შესახებ.

პროფესიულ შეხვედრებთან ერთად, დავით მაღრაძე მონაწილეობდა კულტურულ პროგრამებშიც. მან მოინახულა მადის სინაგოგა, რომელიც ტოკაის ღვინის რეგიონში ებრაული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია. ასევე, ეწვია ტოკაის მსოფლიო მემკვიდრეობის ღვინის მუზეუმს და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის შაროშპატაკის რაკოცის ციხესიმაგრეს.

ვიზიტის დასასრულს, პროფესორი დავით მაღრაძე ესტუმრა მიშკოლცსაც, სადაც შეხვდა მიშკოლცის საოლქო ასამბლეის პრეზიდენტს.

აღსანიშნავია, რომ სამდღიანმა პროგრამამ უნიკალური შესაძლებლობა მისცა უნგრელ და ქართველ ღვინის ექსპერტებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და გაეღრმავებინათ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია