სერგეი ლავროვი - ტრამპი პირველი დასავლელი ლიდერია, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ უკრაინის სიტუაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წინა ადმინისტრაციის თავხედური ხაზია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ - მას ჩვენი პოზიცია ესმის

დონალდ ტრამპს ნატო-სთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია ესმის , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც საჯაროდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ უკრაინის სიტუაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წინა ადმინისტრაციის თავხედური ხაზია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, ეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე რამდენჯერმე გაიმეორა.

„ეს უკვე სიგნალია იმისა, რომ მას ჩვენი პოზიცია ესმის. პრეზიდენტმა პუტინმა მასთან სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უკრაინას ხელახლა შეიარაღების საშუალებას მისცემს, არამედ ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობა, რომელიც კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაზე იქნება დაფუძნებული“, - აღნიშნა ლავროვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი