თამარ ჩერგოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ - შევთანხმდით, რომ მოგონილ საგამოძიებო კომისიასთან აქ მსხდომი პარტიებიდან არცერთი არ ითანამშრომლებს

უნდა გამოვაჩინოთ, რომ ალტერნატივა სტატუს-კვოზე ბევრად უკეთესია და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მივა ძალაუფლების გადაბარების საჭიროებამდე, - ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრაზე მყოფი ოპოზიცია შეთანხმდა იმაზე, რომ “ქართული ოცნების” მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან არავინ ითანამშრომლებს.

“პრეზიდენტმა მოგვახსენა, რა ხდებოდა მიუნხენში იმიტომ, რომ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს დასავლეთთან დალაგება, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი - ეს აუცილებლად იქნება ცვლილების ერთ-ერთი კომპონენტი. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ ამ მოგონილ საგამოძიებო კომისიაში აქ მსხდომი პარტიებიდან არცერთი არ ითანამშრომლებს. ეს არის ის შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ და ამას გარდა, ცვლილებას როგორ მივაღწიოთ, ეს განვიხილეთ.

ჩემი პოზიცია ის იყო, რომ მნიშვნელოვანია, აქცია გაგრძელდეს ქუჩაში, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთისგან გაგრძელდეს იზოლაცია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც ეს პრეზიდენტის შეხვედრები ხელს უწყობს, არის ის, რომ გამოვაჩინოთ, ალტერნატივა სტატუს-კვოზე ბევრად უკეთესია და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მივა ძალაუფლების გადაბარების საჭიროებამდე”, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს