ანდრეი ერმაკი - გადავეცი კიტ კელოგს, რომ რუსეთი ცდილობს განხეთქილების დათესვას და ტყუილებს ავრცელებს, რათა ერთმანეთს დაგვაპირისპიროს - “არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე” - პრინციპი საკვანძოა

რუსეთი მუდმივად ცდილობს განხეთქილების დათესვას და ტყუილებს ავრცელებს, რათა ერთმანეთს დაგვაპირისპიროს, “არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე” პრინციპი საკვანძოა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი კიევში უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მოხარული ვარ დღეს უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, კიევში მიმეღო. ეს მისი პირველი შეხვედრა იყო მისი ვიზიტისას და ვაფასებ, რომ უკრაინაში ჩამოვიდა ასეთ რთულ დროს - ძალიან ვაფასებთ ამას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კიტ კელოგმა სრული ინფორმაცია მიიღოს იმაზე თუ რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენი ერის გამძლეობასა და სულისკვეთებაზე, რომლებიც ურყევი დარჩა ამ წლების განმავლობაში. მან უშუალოდ უნდა ნახოს ეს და ყველა დეტალი მიიღოს.

ჩვენი ქვეყნისთვის შეერთებული შტატების დახმარების გაგრძელების იმედი გვაქვს. გვსურს, რომ ჩვენი ურთიერთობები დარჩეს ღია, ნდობაზე და ერთობლივი წარმატების პრინციპებზე დამყარებული.

დიდი მნიშვნელობისაა ეს ომი როგორ დამთავრდება. პერსონალურად გადავეცი ეს კიტ კელოგს. რუსეთი მუდმივად ახდენს ინფორმაციით მანიპულირებას, ცდილობს განხეთქილების დათესვას და ტყუილებს ავრცელებს, რათა ერთმანეთთან დაგვაპირისპიროს.

“არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე” პრინციპი საკვანძოა. დაინტერესებულები ვართ იმის უზრუნველყოფაში, რომ შეერთებული შტატები იდგეს სიმართლისა და სამართლის მხარეს, რაც ჩვენს მხარესაა.

შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული, გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი პარტნიორობა გვსურს. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, ისევე როგორც თავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობა”, - წერს ერმაკი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა