პეტრას აუსტრევიჩუსი ზურაბიშვილზე და გახარიაზე თავდასხმაზე - თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მმართველი კოალიცია დგას დანაშაულების უკან, ვფიქრობ, ევროკავშირმა ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს

თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მმართველი კოალიცია დგას ამ დანაშაულების უკან, ვფიქრობ, ევროკავშირმა ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ კვერცხების სროლის ფაქტის კომენტირებისას ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ სიტუაცია უფრო და უფრო უკონტროლო ხდება.

„ეს ძალიან სამწუხაროა. ვერ ვიჯერებ, რასაც ვხედავ და მესმის საქართველოში ოპოზიციონერ და პოლიტიკურ პირებზე მსგავსი კრიმინალური თავდასხმების შესახებ. ვფიქრობ, ეს სიტუაცია უფრო და უფრო უკონტროლო ხდება. თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მმართველი კოალიცია დგას ამ დანაშაულების უკან, ვფიქრობ, ევროკავშირმა ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს და ჩამოართვას მათ ყველა პრივილეგია. ეს ძალიან შემაშფოთებელია. აბსოლუტურად არაცივილიზებული გზაა და ამ სიტუაციას საქართველო თითქმის სამოქალაქო ომამდე მიჰყავს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს და უკეთ იზრუნოს დასავლეთში პატივცემულ ადამიანებზე”, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი