დონალდ ტრამპი - ეს ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის - დიდი, ლამაზი ოკეანე გვაქვს გამყოფად - არჩევნების გარეშე დიქტატორმა ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა არ დარჩება

არჩევნების გარეშე დიქტატორმა ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა არ დარჩება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ამასთან, მისი თქმით, ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-სთვის, რადგან “დიდი, ლამაზი ოკეანე გვაქვს, გამყოფად“.

“დაფიქრდით, საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები 350 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვაში დაარწმუნა, რათა წასულიყო ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია, რომელიც არც უნდა დაწყებულიყო, ომში, რომელსაც ის შეერთებული შტატებისა და “ტრამპის” გარეშე ვერასდროს ვერ მოაგვარებს. შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი აშშ დოლარით მეტი დახარჯა, და ევროპის ფული დაცულია, მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები არაფერს არ დაიბრუნებს. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა გათანაბრება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის - დიდი, ლამაზი ოკეანე გვაქვს, როგორც გამყოფი. ამ ყველაფერთან ერთად, ზელენსკი აღიარებს, რომ ფულის ნახევარი, რომელიც გავუგზავნეთ, “დაკარგულია”. უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვს უკრაინულ გამოკითხვებში, და ერთადერთი რაშიც კარგი იყო, იყო ბაიდენით “მანიპულირება”. დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თუ არადა ქვეყანა არ დარჩება.

ამავდროულად, ჩვენ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან ომის დასრულებაზე, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ “ტრამპს” და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს არასდროს უცდია, ევროპამ მშვიდობის მოტანაში წარმატებას ვერ მიაღწია და ზელენსკის სავარაუდოდ სურს, რომ “ფულის მატარებელმა” გააგრძელოს მოძრაობა. მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა, მისი ქვეყანა დამსხვრეულია, და მილიონები საჭიროების გარეშე დაიღუპა - და ასე გრძელდება…” , - წერს ტრამპი.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ