ბერდია სიჭინავა - ვითომ კომისიაში გამოგვიყვეს ადგილები, რა თქმა უნდა, ამ სიგიჟეში არ მივიღებთ მონაწილეობას - უბრალოდ, სასაცილოა

“ქართულ ოცნებას“ სამშობლოს ღალატის მუხლზე კამპანია ჰქონდა და ბოლოს რა გამოდგა? - მთელი ქვეყანა მოღალატეს ეძახის ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს,-ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას აღნიშნა, ეს „სასაცილოა“.

მისივე შეფასებით, წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის საქმის გამოძიება 6 თვეში.

„როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს ბერკეტები მათ წინააღმდეგ იმუშავებს. კამპანია ჰქონდათ სამშობლოს ღალატის მუხლზე და ბოლოს რა გამოდგა? - მთელი ქვეყანა მოღალატეს ეძახის ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს. ქუჩაში ვერ გამოდიან ეს ადამიანები, რადგან იციან, რომ სამშობლოს უღალატეს, საკუთარ ქვეყანას სულში ჩააფურთხეს. გარეთ ვერ გამოდიან.

ნუ გგონიათ, რომ რამე განსაკუთრებული მუხლი შემოაქვს მამუკა მდინარაძეს. ასე თუ გააგრძელებენ, ქართველი ხალხის მიერ მუხლი უკვე წარდგენილიც აქვთ და დარწმუნებული ვარ, განაჩენებიც დადგება ამ ადამიანებზე.

რაც შეეხება კომისიას, სასაცილოა უბრალოდ. ხანდაზმულობის ვადა გასდის სისხლის სამართლის დანაშაულს. ვინ უნდა გამოიძიოს ეს საქმეები? გურამ მაჭარაშვილი გამოიძიებს ამ საქმეს? ასეთი ტიპის შრომატევადი საქმის გაწევა 6 თვეში წარმოუდგენელია.

ახლა, რაც ხდება, არის პოლიტიკური საკითხი, ამას სამართლებრივ საკითხთან კავშირი არ აქვს “, - განაცხადა სიჭინავამ.

როგორც სიჭინავა აღნიშნავს, კომისია არის არალეგიტიმური, რადგან პარლამენტია თავად არალეგიტიმური.

„ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, დაქუცმაცებულია, ან რა დროს მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალურ მოძრაობის“ დაბრუნებაა. ეს კომისია არის არალეგიტიმური ერთი მიზეზის გამო - პარლამენტია თავად არალეგიტიმური. ვითომ კომისიაში გამოგვიყვეს ადგილები, რა თქმა უნდა, ამ სიგიჟეში არ მივიღებთ მონაწილეობას. მე როგორ უნდა დამიბარონ ამ კომისიაში და „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელ საქმეებზე გამოძიებასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მკითხონ. ადამიანები, რომლებიც ზოგი კუდ-ის ადვოკატი იყო და ზოგი ბიძინა ივანიშვილის საქმეში იყო ბრალდებული“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ